მშენებლობის ნებართვის გაცემაზე კორორტებსა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალიზირებული სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს…

აღნიშნული, მშენებლობის ნებართვა ზოგადი წესი, რომელიც გაიცემა სამ სტადიად:
I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (30 სამუშაო დღე);
II სტადია - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება (20 სამუშაო დღე);
III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა (10 სამუშაო დღე).

N: 257 დადგენილება, შესაბამისი მუხლების მიხედვით და დადგენილი მოთხოვნების თანახმად, ასევე ითვალისწინებს შემდეგს: მშენებლობის ნებართვის გაცემა I სტადიის გავლის გარეშე, ან/და I სტადიის 15 სამუშაო დღეში გავლით, ან/და II-III სტადიების გაერთიანებით (20 სამუშაო დღე).

სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია…

საიტის საშუალებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად დარეგისტრირდით ამავე საიტზე - tacsa.gov.ge