გთავაზობთ მომსახურებას, ე.წ. ამნისტიის პირობით, შენობა - ნაგებობის (კორპუსის) ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებში.

იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებერთვისა და შეთანხმებული პროექტის (მერიასთან შეთანხმების გარეშე) ცვლილებით განხორციელდა, შესაძლებელია მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური კორპუსის, ან კერძო სახლის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული აქტით) ექსპლუატაციაში მიღება, თუ პროექტის დარღვევით, მშენებლობა დასრულებულია 2020 წ-ს 20 აგვისტომდე.

ე.წ. ამნისტიის (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე, 139-ე და 141-ე მუხლებისა და ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ, საქართველოს მთავრობის 31.05.2019 წ-ს № 255 დადგენილების  /26.10.2022 წ-ს ცვლილების ჩათვლით/ თანახმად) წესით, აშენებული უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მისაღებად და www.letters.ms.gov.ge-ზე  ასატვირთად,  საჭიროა  შემდეგი  დოკუმენტების  მომზადება:

1.) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა, მაშტაბი 1:500 (pdf);
2.) განახლებული ამონაწერ(ებ)ი  საჯარო რეესტრიდან. (pdf) - ბოლო 15 დღის;
3.) მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული  შენობა-ნაგებობ(ებ)ის საკადასტრო  აზომვითი ნახაზი. (pdf);
4.) შენობა-ნაგებობის შიდა გეგმარების და ფასადების ცვლილების,  მათ შორის კეთილმოწყობის სამუშაოების და ავტოსადგომის სავალდებულო რაოდენობის ცვლილების, შემცირების ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამის პირთა თანხმობა;
5.) შესაბამისი სამსახურის მიერ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის pdf ფაილი (დედანი დოკუმენტის მიხედვით მომზადებული);
6.) არსებული სიტუაციის ფოტოსურათები;
7.) განხორციელებული  მშენებლობის სამშენებლო დარღვევების განმარტებითი  ბარათი;
8.) სამშენებლო ტერიტორიის გენერალური  გეგმის ანაზომი, მაშტაბი 1:500 pdf;
9.) შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის ანაზომი, მაშტაბი 1:100 pdf;
10.) შენობა-ნაგებობის ჭრილების ანაზომი, მაშტაბი 1:100 Pdf;
11.) შენობა-ნაგებობის ფასადების ანაზომი, მაშტაბი 1:100 Pdf;
12.) არსებობის შემთხვევაში შეთანხმებული და არსებული შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. - შეთანხმებული და არსებული მდგომარეობის ამსახველი სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი;
13.) არსებობის შემთხვევაში ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები ( ზომების და ნიშნულების ჩვენებით)- შეთანხმებული პროექტის ფოტომონტაჟის და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი;
14.) შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. - არსებული მდგომარეობის ამსახველი შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad-ის ან ArchiCad-ის სახით;
15.) საჭიროების შემთხვევაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამოცდის აქტი, გაცემული უფლებამოსილი  ორგანოს მიერ. გამოცდის აქტის (დედნის) pdf ფაილი;
16.) არსებობის შემთხვევაში კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის ანგარიშის განმარტებითი ბარათი, K2 რიცხვითი მაჩვენებელი. - განმარტებითი ბარათის pdf ფაილი;
17.) აკრედიტებული  ინსპექტირების  ორგანოს მიერ გაცემული მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობის და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა. საექსპერტო  დასკვნის (დედანი) pdf ფაილი. – gac.gov.ge ;
18.) შენობა ნაგებობაში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტების, ესკალატორების და სხვა) გამოცდის აქტები. გამოცდის აქტ(ებ)ის (დედანი) pdf  ფაილი.

ზემოაღნიშნული  მომსახურების  ეტაპზე,  დაინტერესებულ  (უფლებამოსილ)  პირს, უნდა  გააჩნდეს:
ა.) ID ბარათის პინ კოდები;
ბ.) არესბული ნაგებობის ნომენკლატურისა და კლასის განმსაზღვრელი კალკულატორის მონაცემები;
გ.) საკადასტრო კოდის მონაცემები;
დ.) შესაბამისი სამსახურის მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (გაპ) რეკვიზიტები-ბრძანების ნომერი და თარიღი;
ე.) შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები-ბრძანების ნომერი და თარიღი;
ვ.) მშენებლობის ნებართვის რეკვიზიტები- ბრძანების ნომერი და თარიღი;
ზ.) სატიტულო ინფორმაცია ( არსებული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება);
თ.) არსებული პროექტის მთავარი არქიტექტორის მონაცემები;
ი.) დამკვეთის ინფორმეცია;
კ.) არსებული შენობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;
ლ.) მერის ან/და მთავრობის განკარგულების რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

მიღებული და დამუშავებული / მომზადებული ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე უნდა იყოს ატვირთული, დადგენილი წესით.

მომსახურების ეტაპზე, კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევთ, გამოცდილი იურისტები და არქიტექტორები.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაკვიკავშირდით!...